fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

იოგის მასტერკლასი TIS-ში

28 აპრილს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში გვესტუმრა ქ.ნინო ჩუბინიძე – იოგას ინსტრუქტორი, არტ-თერაპევტი, ნეიროგრაფიკის სპეციალისტი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, რომელმაც ჩვენს მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარა. მოსწავლეებმა საინტერესო გამოცდილება მიიღეს. TIS-ი მადლობას უხდის ქ.ნინოს სტუმრობისათვის.

შეხვედრა დავით მაზიაშვილთან

28 აპრილს, ჩვენი სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა დავით მაზიაშვილი-ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურათმცოდნე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი. ბატონმა დავითმა მათთან ისაუბრა თემაზე “შექსპირის თანამედროვეობა” და უპასუხა საკითხის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს. თბილისის საერთაშორისო სკოლა მადლობას უხდის ბ. დავითს საინტერესო ლექციისათვის.

ამხანაგური თამაში ფრენბურთში

👉27 აპრილს, QSI-სა და TIS-ს შორის, ფრენბურთის ამხანაგური თამაშში, ჩვენმა გოგონების გუნდმა   გაიმარჯვა, ანგარიშით  2-0. 🤾🏻‍♀️🤾🏻‍♀️

TIS-ის ყველაზე ჭკვიანი

26 აპრილს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „TIS-ის ყველაზე ჭკვიანი“  ჩატარდა. გამოვლინდა  2 ყველაზე ჭკვიანი მონაწილე: 👧ნია ჯამაგიძე (𝟳³ კლასი) 🧒 ლევან შიუკაშვილი (𝟖 კლასი)

𝐈𝐒𝐑𝐂 𝟐𝟎𝟐𝟑-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

21 აპრილს, პრაღაში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩატარდა 𝐈𝐒𝐑𝐂 𝟐𝟎𝟐𝟑-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 𝗘𝗺𝗽𝗶𝗿𝗲 𝗦𝘁𝗮𝘁𝗲 𝗖𝗼𝗹𝗹𝗲𝗴𝗲 𝗡𝗬 თანამშრომლობით.🇬🇪მასში მონაწილეობა მიიღო 12 ქვეყნის წარმომადგენელმა, საქართველოდან – თბილისის საერთაშორისო სკოლამ.🔰ჩვენმა თემამ: „ბავშვთა უფლებები-ძალადობა ოჯახსა და სკოლებში“ ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია და შეგვაფასეს, როგორც საუკეთესო თემისა და პრეზენტაციის ავტორები!🔰👉ჩვენი სკოლის მოსწავლეები ასაკობრივ ჯგუფში იყვნენ ყველაზე პატარები (14-18), რაც აღნიშნეს კიდეც. ამ […]

TIS-ელების დებატები

25 აპრილს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში „TIS -ელების დებატები“ ჩატარდა. ამჯერად, დებატების გამარჯვებული გახდა VI კლასი.

“ილიას კვალდაკვალ”

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, TIS-ის XI კლასში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „ილიას კვალდაკვალ“. მოსწავლეებმა მიმოიხილეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრების ყველა ეტაპი სიყრმიდან აღსასრულამდე.

“The Green School Project”

სასწავლო საგნებს შორის კავშირის დამყარება მოსწავლეებისათვის სარგებლობასთან ერთად ძალიან საინტერესოცაა. ის სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. TIS-ის ინგლისურისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგებმა IV კლასებში ჩაატარეს ინტეგრირებული პროექტი “The Green School Project”. პროექტის მიზანი განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების, კვლევის უნარ-ჩვევების, სამყაროს შეცნობისა და გათავისების განვითარება იყო. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ჩვენი სკოლის ეზოში დარგეს ხეები.

TIS-ელების დებატები

20 აპრილს, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებს შორის „𝗧𝗜𝗦-ელების დებატები“ გაიმართა. დებატებში მონაწილეებმა გამოავლინეს არგუმენტირებულად მსჯელობის, ოპონენტის აზრის პატივისცემისა და ლოგიკურად დასაბუთებული აზრების გადმოცემის უნარები. დებატების გამარჯვებული გახდა 𝐕𝐈𝐈²კლასი.

“Spelling Bee”

TIS-ში, უცხო ენების კათედრის ინიციატივით ჩატარდა “𝓢𝓹𝓮𝓵𝓵𝓲𝓷𝓰”-ის პირველი და მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მე-V-დან მე-X კლასების ჩათვლით. პირველი ტური გაიმართა მართლწერაში, ხოლო მეორე ზეპირსიტყვიერებაში. თითოეული კლასიდან, ფინალში გადავიდა რამდენიმე მოსწავლე. ფინალი გაიმართება მომდევნო კვირას, სადაც გამარჯვებულები მიიღებენ შესაბამის პრიზებს, რომელიც უცხო ენების კათედრამ და სკოლის ადმინისტრაციამ ერთობლივად დააწესა. თითოეულ მონაწილეს ვუსურვებთ […]