თბილისის საერთაშორისო სკოლა ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალური პარტნიორია!
2016 და 2017 წელს წლის განმავლობაში ბრიტანეთის საბჭოს ეგიდით ჩატარებულ კემბრიჯის გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობისა და წარმატებების გათვალისწინებით, თბილისის საერთაშორისო სკოლა ოფიციალურად გაწევრიანდა Advantage-ს პარტნიორობის პროგრამაში და შეუერთდა ორგანიზაციათა ექსკლუზიურ ჯგუფს, რომლებიც თანამშრომლობენ ბრიტანეთის საბჭოსთან.
ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებული პროგრამის შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად აბარებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კემბრიჯის ინგლისურის ტესტებსა და შემდეგ გამოცდებს YLE, KET, KET for Schools, PET, PET for Schools, FCE, FCE for Schools, CAE, CPE, BEC, ILEC და TKT.
Addvantage-ს პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო სკოლის პედაგოგები პროფესიული განვითარების მიზნით ბრიტანეთის საბჭოში ყოველწლირად გაივლიან კემბრიჯის ინგლისურის მოდულებს – სწავლების უნარის ტესტებს (TKT).
ბრიტანეთის საბჭოს Addvantage-ს პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში:
ბრიტანეთის საბჭო წლის განმავლობაში ორ პრეზენტაციას ჩაატარებს თბილისის საერთაშორისო სკოლაში გამოცდების შესახებ.