სასწავლო საგნებს შორის კავშირის დამყარება მოსწავლეებისათვის სარგებლობასთან ერთად ძალიან საინტერესოცაა. ის სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
TIS-ის ინგლისურისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგებმა IV კლასებში ჩაატარეს ინტეგრირებული პროექტი “The Green School Project”.
პროექტის მიზანი განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების, კვლევის უნარ-ჩვევების, სამყაროს შეცნობისა და გათავისების განვითარება იყო.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ჩვენი სკოლის ეზოში დარგეს ხეები.