შეხვედრა თემაზე: “ბარბარიზმები ქართულ ენაში”

დღეს, 4 მაისს, თბილისის საერთაშორისო სკოლა 𝐓𝐈𝐒-ში სტუმრად გვეწვია პროფესორი – თინათინ მარგალიტაძე, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: ,,ბარბარიზმები ქართულ ენაში.“ ქ. თინათინი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ლექსიკოგრაფიის მიმართულებით; უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორი.ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის დოქტორანტი – ქეთევან მჭედლიშვილი, რომელმაც ისაუბრა თემაზე: „ახალგაზრდული სლენგი.“𝐕𝐈𝐈 გ კლასის […]
“Final Game”

2 მაისს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში „𝗙𝗶𝗻𝗮𝗹 𝗚𝗮𝗺𝗲” ჩატარდა. ინტელექტუალურ თამაშში, გამარჯვება მოიპოვა VIIა კლასმა.
ღია კარის დღე TIS-ში!

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ თბილისის საერთაშორისო სკოლაში ღია კარის დღეზე გიმასპინძლოთ. შეხვედრის ფარგლებში, 𝐓𝐈𝐒-ის წარმომადგენელი დეტალურ კონსულტაციას მოგაწვდით ჩვენი სკოლის შესახებ და სხვა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. ჩანიშნეთ შეხვედრა სასურველ დღესა და საათზე. გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე https://shorturl.at/fmDY6 და დაელოდეთ ზარს.
იოგის მასტერკლასი TIS-ში

28 აპრილს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში გვესტუმრა ქ.ნინო ჩუბინიძე – იოგას ინსტრუქტორი, არტ-თერაპევტი, ნეიროგრაფიკის სპეციალისტი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, რომელმაც ჩვენს მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარა. მოსწავლეებმა საინტერესო გამოცდილება მიიღეს. TIS-ი მადლობას უხდის ქ.ნინოს სტუმრობისათვის.
შეხვედრა დავით მაზიაშვილთან

28 აპრილს, ჩვენი სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა დავით მაზიაშვილი-ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურათმცოდნე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი. ბატონმა დავითმა მათთან ისაუბრა თემაზე “შექსპირის თანამედროვეობა” და უპასუხა საკითხის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს. თბილისის საერთაშორისო სკოლა მადლობას უხდის ბ. დავითს საინტერესო ლექციისათვის.
ამხანაგური თამაში ფრენბურთში

👉27 აპრილს, QSI-სა და TIS-ს შორის, ფრენბურთის ამხანაგური თამაშში, ჩვენმა გოგონების გუნდმა გაიმარჯვა, ანგარიშით 2-0. 🤾🏻♀️🤾🏻♀️
TIS-ის ყველაზე ჭკვიანი

26 აპრილს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „TIS-ის ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა. გამოვლინდა 2 ყველაზე ჭკვიანი მონაწილე: 👧ნია ჯამაგიძე (𝟳³ კლასი) 🧒 ლევან შიუკაშვილი (𝟖 კლასი)
𝐈𝐒𝐑𝐂 𝟐𝟎𝟐𝟑-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

21 აპრილს, პრაღაში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩატარდა 𝐈𝐒𝐑𝐂 𝟐𝟎𝟐𝟑-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 𝗘𝗺𝗽𝗶𝗿𝗲 𝗦𝘁𝗮𝘁𝗲 𝗖𝗼𝗹𝗹𝗲𝗴𝗲 𝗡𝗬 თანამშრომლობით.🇬🇪მასში მონაწილეობა მიიღო 12 ქვეყნის წარმომადგენელმა, საქართველოდან – თბილისის საერთაშორისო სკოლამ.🔰ჩვენმა თემამ: „ბავშვთა უფლებები-ძალადობა ოჯახსა და სკოლებში“ ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია და შეგვაფასეს, როგორც საუკეთესო თემისა და პრეზენტაციის ავტორები!🔰👉ჩვენი სკოლის მოსწავლეები ასაკობრივ ჯგუფში იყვნენ ყველაზე პატარები (14-18), რაც აღნიშნეს კიდეც. ამ […]
TIS-ელების დებატები

25 აპრილს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში „TIS -ელების დებატები“ ჩატარდა. ამჯერად, დებატების გამარჯვებული გახდა VI კლასი.
“ილიას კვალდაკვალ”

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, TIS-ის XI კლასში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „ილიას კვალდაკვალ“. მოსწავლეებმა მიმოიხილეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრების ყველა ეტაპი სიყრმიდან აღსასრულამდე.