fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

PRESCHOOL-ის ღია გაკვეთილი

19 მაისს, 𝗧𝗜𝗦 -ის მოსამზადებელ ჯგუფში გაიმართა საჩვენებელი აქტივობები. აქტივობები მოიცავდა სახალისო მათემატიკას, ანბანობანას, ანდაზობანას, გამოცნობანას და შემოქმედებით საათს. აღსაზრდელებმა წარმოადგინეს ნატო დავითაშვილის ზღაპრის “პატარა დინოზავრი დინდინელა”-ს ინსცენირება და მოირგეს ზოოპარკის და ფერმის ცხოველების როლები. აქტივობათა კრებული საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა. ბოლოს კი, პატარებს ჯილდოდ თავისი სახელობის ვარსკვლავები გადაეცათ.

ლექცია თემაზე: ექვთიმე თაყაიშვილი

18 მაისს, 𝐓𝐈𝐒 -ში, ისტორიულ-ლიტერატურული კლუბ “პარალელის” ინიციატივით, მოწვეული იქნა ხელნაწერთა ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო ფონდის მცველი: ქ. ესმა მანია, რომელმაც წაიკითხა ლექცია ექვთიმე თაყაიშვილზე. ორგანიზატორები: ნათია რიჟამაძე და თამუნა მახარაშვილი.

რატი ამაღლობელი სტუმრად TIS-ში

18 მაისს, თოქ-შოუ ,, 𝐓𝐈𝐒 ნორჩი ჟურნალისტების” ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა ქართველი პოეტი და ფილოსოფოსი – რატი ამაღლობელი. პატარა ჟურნალისტებს მომზადებული ჰქონდათ საინტერესო სიუჟეტები და გამოსვლები პოეტის ბიოგრაფიის და მოღვაწეობის შესახებ. მეხუთეკლასელებმა წაიკითხეს რატის გამორჩეული ლექსები, ასევე თავად დაწერეს და მიუძღვნეს ლექსები მას. შოუმ დადებითი ემოციითა და შთაბეჭდილებებით ჩაიარა. P.S. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით […]

FINAL GAME

17 მაისს, 𝐓𝐈𝐒 -ში ღონისძიება „𝐅𝐈𝐍𝐀𝐋 𝐆𝐀𝐌𝐄” ორ ნაკადად ჩატარდა.პირველ ნაკადში გაიმარჯვა 𝐈𝐗 კლასმა, ხოლო მეორე ნაკადში 𝐗 კლასმა.

ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ,,ჭკვიანი” დაფის გამოყენებით

𝐓𝐈𝐒-ში სასწავლო პროცესი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. 𝐥𝐥 ბ კლასის მოსწავლეებს, ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ინტერაქტიული, ე.წ. ,,ჭკვიანი” დაფის გამოყენებით ჩაუტარდათ. შერჩეულმა მეთოდმა გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია, გაუადვილა მათ აღქმისა და სწავლის პროცესი. რაც მთავარია, საგაკვეთილო პროცესი იყო მრავალფეროვანი და საინტერესო.

TIS-ის მოსწავლეები გარდენია შევარდნაძის ბაღში

𝙏𝙄𝙎-ის I კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ,,გარდენია შევარდნაძეს” პროექტ ,,მწვანე გაკვეთილთან” დაკავშირებით. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გარდენია, მწვანე სახელოსნოში გაცრეს და შეაზავეს მიწა; თიხის ქოთნები შეღებეს და საკუთარი ხელით ჩარგეს მცენარეები. მადლობა ,,გარდენია შევარდნაძეს” საუკეთესო მასპინძლობისთვის.

TIS-ის წარმატებული კურსდამთავრებულები

თბილისის საერთაშორისო სკოლის 𝟐𝟎𝟏𝟗 წლის კურსდამთავრებულებს: ბესარიონ დვალიშვილსა და გიორგი ოდიშვილს და 𝟮𝟬𝟮𝟭 წლის კურსდამთავრებულებს: ანნა ამილახვარს, მარიამ არაბიძესა და გიორგი ჯაბადარს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, 𝗧𝗜𝗦-ის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ ოქროს მედლები და სერტიფიკატები. 𝗧𝗜𝗦 -ის გუნდი გილოცავთ და ვამაყობთ თქვენი აკადემიური მიღწევებით!

არა ბულინგს

𝗧𝗜𝗦-ის 𝗜𝗫 კლასმა, ქიმიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, შეასრულა სოციალური პროექტი თემაზე: #არაბულინგს. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე მოამზადეს საინფორმაციო კედლის გაზეთი და საინფორმაციო ბუკლეტები. მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის. პრეზენტაციის წარდგენისას, მოწვეული ჰყავდათ სკოლის ფსიქოლოგიც, რომელმაც თავის მხრივ მიმოიხილა აღნიშნული საკითხი.

ვიზიტი მოხუცთა თავშესაფარში

𝐓𝐈𝐒-ის 𝟓ა კლასის მოსწავლეები ეწვივნენ მოხუცთა თავშესაფარ ,,ბარბარეს”.მოსწავლეებმა მოხუცებს მხიარული დღე აჩუქეს: მიუტანეს საჭირო პროდუქტები, წაუკითხეს ლექსები, იმღერეს და მათთან ერთად გაერთნენ.

საკლასო ურთიერთობები

𝗧𝗜𝗦 -ის მოსწავლეებს სკოლის ფსიქოლოგმა ჩაუტარა პრეზენტაცია საკლასო ურთიერთობებზე, მეგობრობაზე, ქცევის წესებზე, თანასწორობასა და ადამიანურ თვისებებზე. როგორ გავხდეთ უკეთესები და როგორ მოვახდინოთ უარყოფითი თვისებების ტრანსფორმაცია დადებითად. პრეზენტაცია მიმდინარეობდა ინტერაქციულ რეჟიმში. ბოლოს მოსწავლეებმა გააკეთეს სავარჯიშოც: ჩამოწერეს 5 კარგი და 5 ცუდი თვისება და ცუდი თვისებების გაუმჯობესების გზებზეც იმუშავეს.