არაფორმალური განათლების ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო სკოლა აგრძელებს პროექტს “სიკეთე მარტივია”, რომლის მიზანია სოციალური კულტურის ჩამოყალიბება მოსწავლეებში.
2 მარტს, მოსწავლეები ეწვივნენ მუხრანის მოხუცებულთა თავშესაფარს ” სავანე”, მოინახულეს ბენეფიციარები, გაესაუბრნენ მათ და მცირედი შესაწირიც გაიღეს.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს.