fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

𝐓𝐈𝐒 -ში ჩატარდა კონკურსი ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციის მიზნით, რომელიც ემსახურებოდა ხელით წერის კულტურის განვითარებას, კონკურსანტების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას.

კონკურსის საბოლოო მიზანი იყო ხელნაწერი წიგნის შექმნა, შოთა რუსთაველის აფორიზმებითა და ცნობილი უნგრელი მხატვრის – მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით.

კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად, 𝐕-𝐕𝐈𝐈 კლასებში. ჟიურიმ კონკურსანტებს შორის გამოავლინა სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით. დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის.

ღონისძიების ორგანიზატორები: ლელა კაჭარავა (ხელოვნების პედაგოგი), თამარ მახარაშვილი, მაია სალთხუციშვილო, თამარ ქველიაშვილი (ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები).

მსგავსი სიახლეები