19 მაისს, 𝗧𝗜𝗦 -ის მოსამზადებელ ჯგუფში გაიმართა საჩვენებელი აქტივობები.
აქტივობები მოიცავდა სახალისო მათემატიკას, ანბანობანას, ანდაზობანას, გამოცნობანას და შემოქმედებით საათს.
აღსაზრდელებმა წარმოადგინეს ნატო დავითაშვილის ზღაპრის “პატარა დინოზავრი დინდინელა”-ს ინსცენირება და მოირგეს ზოოპარკის და ფერმის ცხოველების როლები.
აქტივობათა კრებული საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა.
ბოლოს კი, პატარებს ჯილდოდ თავისი სახელობის ვარსკვლავები გადაეცათ.