Nature Trail

თბილისის საერთაშორისო სკოლის 2ა კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე დაამუშავეს სახელმძღვანელოში მოცემული თემა “Nature trail” და უყურეს შემეცნებით ვიდეოს „How to save the Earth”. გაკვეთილის ფარგლებში, ჯგუფურად შექმნეს კედლის პოსტერი სათაურით “It’s important to take care of nature.” მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ გარემოზე და მოსწავლეებმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.
ინტელექტუალური თამაში – რა?სად?როდის?

22 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“ ჩატარდა.წამყვანის წინააღმდეგ ითამაშა და გაიმარჯვა VIII კლასის ექვსეულმა ანგარიშით 6/3.
TIS-ის წარმატებული მოსწავლე

თბილისის საერთაშორისო სკოლის XII კლასის მოსწავლე – ლიზი მარტიაშვილი საფრანგეთში, სოფია-ანტიპოლისში, 𝐒𝐊𝐄𝐌𝐀 𝐁𝐮𝐬𝐢𝐧𝐞𝐬𝐬 𝐒𝐜𝐡𝐨𝐨𝐥-ში, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ლიზი, გილოცავთ და გისურვებთ ულევ წარმატებას!
TIS-ის წარმატებული მოსწავლე

თბილისის საერთაშორისო სკოლის XII კლასის მოსწავლე – ლუკა კუჭუხიძე სწავლას ლონდონში, Queen Mary University of London – იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელებს.ლუკა 5-მა სხვადასხვა Russel Group-ის უნივერსიტეტმა მიიღო, მან კი არჩევანი Queen Mary University of London-ზე გააკეთა.TIS-ის გუნდი გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას!
TIS-ის მოსწავლეები მუხრანის მოხუცებულთა თავშესაფარს ეწვივნენ

არაფორმალური განათლების ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო სკოლა აგრძელებს პროექტს “სიკეთე მარტივია”, რომლის მიზანია სოციალური კულტურის ჩამოყალიბება მოსწავლეებში. 2 მარტს, მოსწავლეები ეწვივნენ მუხრანის მოხუცებულთა თავშესაფარს ” სავანე”, მოინახულეს ბენეფიციარები, გაესაუბრნენ მათ და მცირედი შესაწირიც გაიღეს. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს.
ამხანაგური თამაში კალათბურთში

16 თებრვალს, თბილისის საერთაშორისო სკოლა TIS-სა და QSI სკოლას შორის, ამხანაგურ თამაშში ჩვენმა კალათბურთელებმა გამარჯვება მოიპოვეს, ანგარიშით: 37/32. გილოცავთ და გვეამაყებით! P.s. მადლობას ვუხდით QSI სკოლას მასპინძლობისათვის.
მოსწავლეები ეწვივნენ Oxford International London Greenwich და King’s College London-ს

თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ Oxford International London Greenwich და King’s College London – ს, სადაც მათ მიეცათ საშუალება ჰქონოდათ ექსკლუზიური წვდომა აქტივობების შეუდარებელ სპექტრზე, ჩვენი ბავშვები შეხვდნენ საინტერესო აკადემიურ პერსონალს და გაამდიდრეს საკუთარი გამოცდილება სასიამოვნო აქტივობებით.
თბილისის საერთაშორისო სკოლასა და UCL Centre For Languages and International Education – ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 12 ივლისს, თბილისის საერთაშორისო სკოლასა და UCL Centre For Languages and International Education – ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: აკადემიური საშუალო და უმაღლესი განათლების ფარგლებში მოსწავლეების პროფესიული მომზადებისთვის ხელის შეწყობა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, კვალიფიციური კადრების მომზადება, საერთო კონფერენციებისა და პროექტების განხორციელება და სხვა.UCL გახლავთ გაერთიანებული […]
თეატრალური წარმოდგენა თემაზე“ The Necklace”

თბილისის საერთაშორისო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინგლისურ ენოვანი თეატრალური წარმოდგენა თემაზე“ The Necklace”სპექტაკლის მიზანი, ბავშვების ჩართულობა, ემოციების მართვა, ვერბალური გამოთქმის განვითარება, სოციალიზაცია, სხეულთა გამოხატვის გაუმჯობესება და თავდაჯერებულობის განცდის ამაღლება იყო.მოსწავლეებმა გააუმჯობესეს ლექსიკური მარაგი, შეძლეს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება, შეიგრძნეს საკუთარი სხეული და გამოხატეს თითოეული პერსონაჟის შეგრძნებები, განცდები და გახდნენ მეტად თავდაჯერებულნი.
2021-2022 სასწავლო წლის გამოშვება

თბილისის საერთაშორისო სკოლა ულოცავს სკოლის დასრულებას 2021-2022 სასწავლო წლის გამოშვებას!ულევ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე!