fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

კემბრიჯის სერტიფიკატების გადაცემა

თბილისის საერთაშორისო სკოლას აქვს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების მოსამზადებელი ცენტრის ოფიციალური ლიცენზია. TIS -ის მოსწავლეები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში, რომლის ჩაბარების შემდეგაც, მოსწავლეებს გადაეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები. აღსანიშნავია, რომ კემბრიჯის სერტიფიკატები უვადოა.

TIS-ის მოსწავლე განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლე – ლუკა კუჭუხიძე საერთაშორისო განათლების გამოფენაზე კემბრიჯის უნივერსიტეტს წარმოადგენდა Dr. Ruigang Michael Zhou-სთან ერთად, რომელიც კემბრიჯის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კულტურის ინტეგრაციის ცენტრის (CCISTC) დამფუძნებელი თანადირექტორია. გამოფენაზე სტუმრებს/მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ 100-ზე მეტი უნივერსიტეტის წარმომადგენელს მსოფლიო მასშტაბით და მიეღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით. Dr. Ruigang Michael Zhou სამომავლოდაც გეგმავს ლუკასთან […]

,,ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“

11 აპრილს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებსა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ტკივილიან გზაზე, გაიხსენეს ამ უდიდეს მონაპოვარს შეწირული გმირები, ღონისძიების დასასრულს კი წაიკითხეს ლექსები. განსაკუთრებით ემოციური მოსასმენი იყო ჩვენი სკოლის ფერეიდნელი მოსწავლის ამირის გამოსვლა, რომელმაც წაიკითხა ჯანსუღ ჩარკვიანის ,,რეკვიემი“. აღსანიშნავია, რომ ამირი ოქტომბრიდან ჩვენი მოსწავლეა და იგი დიდი […]

TIS-ის ყველაზე ჭკვიანი

𝟔 აპრილს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში “𝐓𝐈𝐒 -ის ყველაზე ჭკვიანი” ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ლუკა მარტიაშვილი (5/ბ კლასი) მარიამ სიგუა (5/ა კლასი)

TIS-ელების დებატები

𝟓 აპრილს, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებს შორის „𝗧𝗜𝗦-ელების დებატები“ გაიმართა. დებატებში მონაწილეებმა გამოავლინეს არგუმენტირებულად მსჯელობის, ოპონენტის აზრის პატივისცემისა და ლოგიკურად დასაბუთებული აზრების გადმოცემის უნარები. კომპეტენტურმა ჟიურიმ „მომხრეებისა“ და „მოწინააღმდეგეების“ თამაშში დაკვირვების შემდეგ, გამოავლინა გამარჯვებული – XI კლასის ოთხეული: ლიზი ქათამაძე მარიამ ჯიქია ლელა არდოტელი სალომე ჩოხელი

TIS-ის წარმატებული მოსწავლე

ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლე – ელენე გურასპაშვილი სწავლას აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, Temple University-ში, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს. ელენემ ბევრი იშრომა ამ მიზნის მისაღწევად და წარმატებით გაიარა კონკურსის ყველა ეტაპი. ელენე, გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას.

ამხანაგური თამაში ფრენბურთში

30 მარტს, TIS-სა და QSI სკოლის გოგონათა ფრენბურთის გუნდებს შორის ამხანაგური თამაში შედგა. მადლობას ვუხდით მასპინძლობისათვის QSI სკოლას.

რა? სად? როდის? VI კლასი

29 მარტს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“ ჩატარდა.წამყვანის წინააღმდეგ ითამაშა VI კლასის ექვსეულმა და გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით: 6/2.

ინტელექტუალური თამაში – რა?სად?როდის?

𝟚𝟚 მარტს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“ ჩატარდა. წამყვანის წინააღმდეგ ითამაშა და გაიმარჯვა X კლასის ექვსეულმა ანგარიშით 6/2.

TIS-ის მოსწავლეებმა საერთაშორისო კონფერენცია „Euromath@Euroscience 2023”-ში მიიღეს მონაწილეობა

თბილისის საერთაშორისო სკოლა TIS-ის კიდევ ერთი წარმატება. 11 მარტს, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები გაემგზავრნენ პოლონეთში, საერთაშორისო კონფერენცია „Euromath@Euroscience 2023” მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს Erasmus-ის პარტნიორობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტს. თბილისის საერთაშორისო სკოლის  მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მათემატიკის სექციაში. მოსწავლეებმა დიდი წარმატებით წარადგინეს თემები და გახდნენ ჟიურის რჩეული გუნდები. პროექტს […]