fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

სპექტაკლი “სალამურა”

1 ივნისს, თბილისის საერთაშორისო სკოლის 4ბ კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს არჩილ სულაკაურის ნაწარმოების ზღაპრის გმირები დადგეს სპექტაკლი „სალამურა“. სპექტაკლი ძალიან საინტერესო იყო, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თეატრალური უნარი და გაითავისეს თითოეული პერსონაჟი.

“დავიცვათ გარემო”

ავამაღლოთ ბავშვების ცნობიერება გარემოს დაბინძურების საკითხებში. 30 მაისს, ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა 2ა და 3დ კლასებში, ინგლისურ ენაზე წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე „დავიცვათ გარემო“. უფროსკლასელებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიაწოდეს ინფორმაცია პატარებს გარემოში არსებული პრობლემების შესახებ და ასევე, შესთავაზეს გადაჭრის გზები.

TIS AWARD 2023

25 მაისს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში დაჯილდოების ცერემონია „𝐓𝐈𝐒 𝐀𝐖𝐀𝐑𝐃 𝟐𝟎𝟐𝟑” გაიმართა. მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრებში მონაწილე მოსწავლეებსა და გუნდებს გადაეცათ დიპლომები. გილოცავთ.

ვიქტორინა

23 მაისს, TIS-ის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქართული ენის ვიქტორინაში. შედეგების დაჯამებისას გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებსაც სიგელები გადაეცათ. მადლობას ვუხდით ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგებს საინტერესო აქტივობაში მონაწილეობისთვის.

“მათემატიკური ესტაფეტა”

𝟮𝟮 მაისს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში სპორტულ-მათემატიკური ღონისძიება “მათემატიკური ესტაფეტა” ჩატარდა. “ესტაფეტაში” მონაწილეობას იღებდნენ მე-𝟱 და მე-𝟲 კლასის მოსწავლეები. ღონისძიება მოიცავდა როგორც მათემატიკურ, ისე სპორტულ აქტივობებს. “მათემატიკური ესტაფეტის“ გამარჯვებული გახდა მე-6 კლასი, II ადგილი დაიკავა მე-5 ბ კლასმა, ხოლო III ადგილი გაინაწილეს მე-5 ა და მე-5 გ კლასმა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან მათემატიკის პედაგოგები: მარინე ხითარიძის და […]

საჭადრაკო ამოცანების კონკურსი

𝐓𝐈𝐒 -ში საჭადრაკო ამოცანების კონკურსი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მე-4 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსი მიზნად ისახავდა წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეჯამებას, მოსწავლეთა წახალისებას, მოტივაციის ამაღლებას. გამარჯვებული სამეული შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატით დაჯილდოვდა. ადგილი – ანდრია ჭეღელიძე ადგილი – ვიტალი გელაშვილი ადგილი – ანდრია ტაბიძე

“ჰამლეტი” და “რომეო & ჯულიეტა”

პროექტ “შექსპირის დღეების” ფარგლებში, 19 მაისს თბილისის საერთაშორისო სკოლაში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. მე- 9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლები “ჰამლეტი” და “რომეო & ჯულიეტა” შექსპირის პიესების მიხედვით, ასევე წაიკითხეს სონეტები. კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, არაჩვეულებრივად მოირგეს როლები და კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღე შექმნეს ჩვენი სკოლის ისტორიაში. TIS-ი მადლობას უხდის პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს […]

PRESCHOOL-ის ღია გაკვეთილი

19 მაისს, 𝗧𝗜𝗦 -ის მოსამზადებელ ჯგუფში გაიმართა საჩვენებელი აქტივობები. აქტივობები მოიცავდა სახალისო მათემატიკას, ანბანობანას, ანდაზობანას, გამოცნობანას და შემოქმედებით საათს. აღსაზრდელებმა წარმოადგინეს ნატო დავითაშვილის ზღაპრის “პატარა დინოზავრი დინდინელა”-ს ინსცენირება და მოირგეს ზოოპარკის და ფერმის ცხოველების როლები. აქტივობათა კრებული საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა. ბოლოს კი, პატარებს ჯილდოდ თავისი სახელობის ვარსკვლავები გადაეცათ.

ლექცია თემაზე: ექვთიმე თაყაიშვილი

18 მაისს, 𝐓𝐈𝐒 -ში, ისტორიულ-ლიტერატურული კლუბ “პარალელის” ინიციატივით, მოწვეული იქნა ხელნაწერთა ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო ფონდის მცველი: ქ. ესმა მანია, რომელმაც წაიკითხა ლექცია ექვთიმე თაყაიშვილზე. ორგანიზატორები: ნათია რიჟამაძე და თამუნა მახარაშვილი.

რატი ამაღლობელი სტუმრად TIS-ში

18 მაისს, თოქ-შოუ ,, 𝐓𝐈𝐒 ნორჩი ჟურნალისტების” ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა ქართველი პოეტი და ფილოსოფოსი – რატი ამაღლობელი. პატარა ჟურნალისტებს მომზადებული ჰქონდათ საინტერესო სიუჟეტები და გამოსვლები პოეტის ბიოგრაფიის და მოღვაწეობის შესახებ. მეხუთეკლასელებმა წაიკითხეს რატის გამორჩეული ლექსები, ასევე თავად დაწერეს და მიუძღვნეს ლექსები მას. შოუმ დადებითი ემოციითა და შთაბეჭდილებებით ჩაიარა. P.S. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით […]