სტუმრად ორბელიანის სასახლეში

თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები სტუმრად საქართველოს პრეზიდენტთან, ორბელიანების სასახლეში.
მხიარული სტარტები

7 ივნისს, თბილისის საერთაშორისო სკოლის 2-დ კლასში ჩატარდა მხიარული სტარტები 🏃♀ პატარებმა საინტერესო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა და გაიუმჯობესეს ფიზიკური უნარ-ჩვევები.
საჭადრაკო ჩემპიონატი

დღეს, 𝐓𝐈𝐒-ში სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატი ჩატარდა მეოთხეკლასელთა შორის. ♕მონაწილეობა ჯამში 𝟒𝟎-მდე მოსწავლემ მიიღო.♖ ტურნირი 𝟏𝟎 წუთიანი დროის კონტროლით და შვეიცარიული სისტემით, 𝟔 ტურად გაიმართა. ♕გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ანდრია ჭეღელიძე ანდრია ტაბიძე დემეტრე შამათავა გოგონათა შორის: სესილი გოგიბერიძე ლიზი ორმოცაძე ანასტასია გაბაძე გამარჯვებულთა დაჯილდოება 𝟗 ივნისს გაიმართება.
ინტელექტუალური თამაში

𝟔 ივნისს, 𝐓𝐈𝐒 -ის მე- 𝐈𝐕 კლასებში, წლის შემაჯამებელი ინტელექტუალური თამაში ჩატარდა. შეჯიბრისას მოსწავლეებმა გამოავლინეს ლოგიკურ-ანალიტიკური უნარები. ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა დიპლომით.
Preschool-ის ღონისძიება

6 ივნისს, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელებმა ღონისძიება გამართეს. 👧 🧒პატარებმა ანბანის სამყაროში იმოგზაურეს და ხან ფ-ფანტასტიკურები იყვნენ,ხან პ-პრანჭიები, ხან ე-ერუდირებულები, ხან ბ-ბრძენები, ხან ლ-ლეგენდარულები. 🧚♀️ 🧚ქართული სიმღერებითა და ცეკვებით ღონისძიება უფრო მრავალფეროვანი და ლამაზი გახადეს. 📜⭐️დასასრულს კი, დიპლომები გადაეცათ, როგორც წარჩინებულ აღსაზრდელებს.
Spelling Bee 2023

თბილისის საერთაშორისო სკოლა მიზნად ისახავს მოსწავლეთა ინგლისური ენის დონის გაუმჯობესებასა და მოტივაციის ამაღლებას. ამისათვის, ის სხვადასხვა კონკურსს უწევს ორგანიზებას, რომელთა შორისაცაა კონკურსი „𝐒𝐩𝐞𝐥𝐥𝐢𝐧𝐠 𝐁𝐞𝐞“. ერთ თვიანი მომზადების შემდეგ, დღეს გაიმართა „𝐒𝐩𝐞𝐥𝐥𝐢𝐧𝐠 𝐁𝐞𝐞 𝟐𝟎𝟐𝟑“ ფინალური რაუნდი მე-5, მე-6 კლასებისთვის. მოსწავლეებმა თავდაუზოგავად იასპარეზეს და დამსახურებულად მიიღეს შესაბამისი ჯილდო. სამართლიანმა ჟიურიმ გამარჯვებულები სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. Tbilisi […]
TIS-ის კალიგრაფიის კონკურსი

𝐓𝐈𝐒 -ში ჩატარდა კონკურსი ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციის მიზნით, რომელიც ემსახურებოდა ხელით წერის კულტურის განვითარებას, კონკურსანტების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას. კონკურსის საბოლოო მიზანი იყო ხელნაწერი წიგნის შექმნა, შოთა რუსთაველის აფორიზმებითა და ცნობილი უნგრელი მხატვრის – მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად, 𝐕-𝐕𝐈𝐈 კლასებში. ჟიურიმ კონკურსანტებს შორის გამოავლინა სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და […]
ვიზიტი გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიაში

3 ივნისს, TIS-ის 𝐕𝐈𝐈𝐈 კლასის მოსწავლეები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიას ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს და შეიტყვეს ინფორმაცია ნიადაგის, ჰაერის, წყლის, მიკრო და ჰიდრობიოლოგიის ლაბორატორიების შესახებ. ასევე, ხელმძღვანელობისგან მიიღეს ინფორმაცია ჰაერში, ნიადაგში და წყალში სხვადასხვა მავნე ნივთიერებების-მძიმე მეტალების, აზოტისა და ნახშირბადის დიოქსიდების, პესტიციდებისა და სხვა დამაბინძურებლების აღმოჩენების მეთოდების შესახებ. ჩვენი […]
ვიზიტი გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტში

𝐓𝐈𝐒 -ის 𝐗 კლასის მოსწავლეები გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტს ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ინსტიტუტის ლაბორატორია, შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ მონაწილეობა საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებაში. კერძოდ, ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღეს პოლიმერი ნეილონი, ჩაატარეს ბენზოის მჟავას სუბლიმაცია, დაწვეს მეტალი მაგნიუმი. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ელიზბარ მინდელის სახელობის აფეთქების ტექნოლოგიების ბაზა, ასევე შეძლეს მონახულება და დათვალიერება ამიერკავკასიაში ერთადერთი ფეთქ […]
მხიარული სტარტები

TIS-ის საბუნებისმეტყველო და ესთეტიკის კათედრის ერთობლივი მონაწილეობით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, დაიგეგმა „მხიარული სტარტები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი. 🤾♀აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო სკოლა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.