fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

„𝐒𝐩𝐞𝐥𝐥𝐢𝐧𝐠 𝐁𝐞𝐞 𝟐𝟎𝟐𝟑“

თბილისის საერთაშორისო სკოლა მიზნად ისახავს მოსწავლეთა ინგლისური ენის დონის გაუმჯობესებასა და მოტივაციის ამაღლებას. ამისათვის, ის სხვადასხვა კონკურსს უწევს ორგანიზებას, რომელთა შორისაცაა კონკურსი „𝐒𝐩𝐞𝐥𝐥𝐢𝐧𝐠 𝐁𝐞𝐞“. ერთ თვიანი მომზადების შემდეგ, 28 დეკემბერს გაიმართა „𝐒𝐩𝐞𝐥𝐥𝐢𝐧𝐠 𝐁𝐞𝐞 𝟐𝟎𝟐𝟑“ ზამთრის ფინალური რაუნდი მე-5 და მე-6 კლასებისთვის. მოსწავლეებმა თავდაუზოგავად იასპარეზეს და დამსახურებულად მიიღეს შესაბამისი ჯილდო. სამართლიანმა ჟიურიმ გამარჯვებულები სერტიფიკატებითა და სამახსოვრო […]

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩვენთან იმყოფებოდა ქართველი საბავშვო მწერალი ლელა ცუცქირიძე.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩვენთან იმყოფებოდა ქართველი საბავშვო მწერალი,მხატვარ-ილუსტრატორი ლელა ცუცქირიძე. შეხვედრა საყვარელ მწერალთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, მესამე კლასელებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები და ქალბატონ ლელას უსახსოვრეს საკუთარი ხელით შექმნილი ნახატები.

თბილისის საერთაშორისო სკოლაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა მსოფლიოს ათ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არსებული UCL ის წარმომადგენელი დიდი ბრიტანეთიდან ბატონი მარტინ უაით

1 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა მსოფლიოს ათ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არსებული UCL ის წარმომადგენელი დიდი ბრიტანეთიდან ბატონი მარტინ უაითი, რომელთანაც უკვე სამწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. ბატონი მარტინი შეხვდა მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ისაუბრეს სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე. TIS – ი მადლობას უხდის ბატონ მარტინ უაითს სტუმრობისთვის.

საერთაშორისო განათლების კვირეულის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ აშშ-ს საელჩოს.

15 ნოემბერს, საერთაშორისო განათლების კვირეულის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ აშშ-ს საელჩოს, ვიზიტისას შეხვდნენ კულტურის ატაშეს მოადგილე – სარა კრეიგელს ,ამერიკის საელჩოს განათლების პროგრამების კოორდინატორს – თეა კუჭუხიძესა და “EducationUSA” -ის მრჩეველს – დალი ხომერიკს. მოსწავლეებმა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სკოლაში დანერგილი სიახლეების, აკადემიური პროგრამებისა და თავიანთი მიღწევების შესახებ.  მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია […]

Oxford International Education- ის წარმომადგენლის ვიზიტი

თბილისის საერთაშორისო სკოლასა და Oxford International Education-ის თანამშრომლობის ფარგლებში, 9 ნოემბერს სკოლას ესტუმრა Oxford International Education- ის წარმომადგენელი. ქალბატონი აიკა შეხვდა მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მან გააცნო სიახლეები კანადის, ინგლისისა და ჩრდილო ამერიკის სასწავლო პროგრამებზე. TIS -ი მადლობას უხდის ქალბატონ აიკას სტუმრობისთვის.

თბილისის საერთაშორისო სკოლას ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ბატონი ზაზა ფურცელაძე ესტუმრა.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო სკოლას ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ბატონი ზაზა ფურცელაძე ესტუმრა.  ბატონ ზაზას მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (Honorary OBE) მიენიჭა იმ განსაკუთრებული და მრავალწლიანი სამსახურისთვის, რომელიც მან ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას მიუძღვნა. ბატონმა […]

ამხანაგური თამაში ფეხბურთში

12 ოქტომბერს, 𝐓𝐈𝐒-სა და QSI სკოლებს შორის, ფეხბურთში ამხანაგური თამაში შედგა. #ფეხბურთი #კერძოსკოლა #თბილისისსაერთაშორისოსკოლა

TIS-ის კურსდამთავრებულთა წარმატება

📣სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ თბილისის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს საქართველოს, ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამებზე. 🔸 ლიზა კუპრაშვილი – British University in Georgia – 70% გრანტი 🔹ლუკა კუჭუხიძე – Queen Mary University of London 🔸ანა ხუხია – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი – 70% გრანტი 🔹რატი ქალდანი – კავკასიის უნივერსიტეტი – […]

TIS-ის მოსწავლეები 𝗨𝗻𝗶𝘃𝗲𝗿𝘀𝗶𝘁𝘆 𝗼𝗳 𝗚𝗿𝗲𝗲𝗻𝘄𝗶𝗰𝗵-ის საზაფხულო სკოლაში

ხარისხიანი განათლების მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტული ინდივიდების, ასევე საზოგადოების განვითარებისთვის, რადგან ის ადამიანის წარმატებული და ნაყოფიერი მომავლის საწინდარია. თბილისის საერთაშორისო სკოლა  მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების განათლებაზე. ჩვენი მოსწავლეები იმყოფებოდნენ ლონდონის, კერძოდ 𝗨𝗻𝗶𝘃𝗲𝗿𝘀𝗶𝘁𝘆 𝗼𝗳 𝗚𝗿𝗲𝗲𝗻𝘄𝗶𝗰𝗵-ის საზაფხულო სკოლაში. ჩვენს მოსწავლეებს აქვთ თანაბარი წვდომა განათლების სფეროს ყველა სიახლეზე.   Getting a quality education is extremely important for the […]