TIS-ში მეოთხეკლასელთა შორის საჭადრაკო ამოცანების კონკურსის ფინალური ტური ჩატარდა

28 თებერვალს , TIS-ში მეოთხეკლასელთა შორის საჭადრაკო ამოცანების კონკურსის ფინალური ტური ჩატარდა. მონაწილეობა შიდასაკლასო კონკურსის გამარჯვებულმა სამეულებმა მიიღეს.სამეული შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. I ადგილი- სანდრო გვარამაძე II ადგილი – ალექსანდრე ლორთქიფანიძე III ადგილი – მათე აბაიაძე
26 თებერვალს , თბილისის საერთაშორისო სკოლის VIII-გ კლასი ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკულ კუთხეს ესტუმრნენ.

26 თებერვალს , თბილისის საერთაშორისო სკოლის VIII-გ კლასი ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკულ კუთხეს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს თბილისის ამერიკულ კუთხეში არსებული კლუბებისა და ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ. All About America” კლუბის წევრებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია “Black History Month”-ის შესახებ, ხოლო შეხვედრის ბოლოს, ამერიკული კუთხის ერთ-ერთმა წარმატებულმა მოხალისემ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ჩვენს მოსწავლეებს. შეხვედრის […]
თბილისის საერთაშორისო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ არტ-თერაპიული გაკვეთილი

27 თებერვალს , თბილისის საერთაშორისო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ არტ-თერაპიული გაკვეთილი. არტ-თერაპიის კურსი წარმოადგენს ფსიქოთერაპიაზე დაფუძნებულ კურსს, რომლის მიზანიც არის ბავშვების ადაპტირდება ოჯახსა და საზოგადოებაში, მათში ლიდერული თვისებების აღმოჩენა და განვითარება, პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება და სოციალური უნარების გაუმჯობესება.
თბილისის საერთაშორისო სკოლის I-დ კლასი ესტუმრა სოციალური საწარმო “კოდალას”.

26 თებერვალს , თბილისის საერთაშორისო სკოლის I-დ კლასი ესტუმრა სოციალური საწარმო “კოდალას”. სადაც მონაწილეობა მიიღეს დედის დღისადმი მიძღვნილ შრომით გაკვეთილში და დაამზადეს ხის ეკო-მეგობრული აქსესუარები დედებისთვის.
TIS-ში ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი კალათბურთში

23 თებერვალს , TIS-ში ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი კალათბურთში. I ადგილი დაიკავა IX კლასი, II ადგილი VIII ბ კლასი , III ადგილი XI კლასი.
პროექტ #STEM-ასისტენსის ფარგლებში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ჩვენი სკოლა ესტუმრა

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩვენი ქალაქის სხვადასხვა უბნიდან აღებულ სასმელ წყალში კალციუმისა და მაგნიუმის იონების შემცველობა განსაზღვრეს, რის საფუძველზეც დაადგენენ წყლის სიხისტეებს. მიღებულ შედეგებს მოსწავლეები წარადგენენ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაზე #ოქროსრიცხვი.
ჩვენი სკოლის II კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს

ჩვენი სკოლის IIა, IIბ და IIდ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს. ბავშვები გაეცნენ სათამაშოების ისტორიას , მათ შეიტყვეს თუ როდის გაჩნდა პირველი სათამაშო და რა გზა გაიარა თოჯინურმა ხელოვნებამ. დაეუფლნენ მეთოჯინის პროფესიას და საკუთარი ხელებით დაამზადეს თოჯინები.
თბილისის საერთაშორისო სკოლაში რეჟისორ გოგა თავაძის სპექტაკლი “გრიგოლ ფერაძე” გაიმართა

სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ლევან კაციაშვილი და ზურა არუსია. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: დათო ჯაფარიძე, ლაზარე გალდავა და მიხეილ ძნელაძე. პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის “იცანი” ორგანიზებით. TIS – ი მადლობას უხდის ორგანიზატორებს.
მოგზაურობა ბერძნულ მითოლოგიაში

9 თებერვალს , TIS- ში გაიმართა ინტელექტუალური თამაში ,,მოგზაურობა ბერძნულ მითოლოგიაში” მონაწილეობა მიიღო IIIგ და IIIდ კლასმა. საუკეთესო შედეგები დააფიქსირეს : ლუკა ქებურია, უტა ჩიხელიძე, თომა ჩივაძე, ნიტა ჩხვირკია , კესო გამრეკელიძე
თბილისის საერთაშორისო სკოლის 𝟐𝟎21-2022 წლის კურსდამთავრებულებს გადაეცათ ოქროს მედლები და სერტიფიკატები

თბილისის საერთაშორისო სკოლის 𝟐𝟎21-2022 წლის კურსდამთავრებულებს: გვანცა ხვედელიძეს, თამარი ბენიძეს, სოფიკო შონიას, ირაკლი ღვინიაშვილის, ლუკა მამულაძეს და ქეთევან კურტანიძეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, 𝗧𝗜𝗦-ის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ ოქროს მედლები და სერტიფიკატები. 𝗧𝗜𝗦 -ის გუნდი გილოცავთ და ვამაყობთ თქვენი აკადემიური მიღწევებით!