სკოლის მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების გასვლითი ტური ზედაზენში

2022-09-18 თბილისის საერთაშორისო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ხატია ტრაპაიძის და დამრიგებლის მაია სალთხუციშვილის ინიციატივით, ესტუმრნენ ზედაზნის ულამაზეს ბუნებას, სადაც მოსწავლეებმა მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, განიხილეს სასკოლო არდადეგებზე წაკითხული მხატვრული ლიტერატურა. აქტივობის მიზანი იყო, მშობელთა ჩართულობა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის პროცესში და მშობელთა როლის გაძლიერება მოსწავლის კითხვის, მსჯელობისა და ანალიზის უნარების განვითარებაში, […]
თბილისის საერთაშორისო სკოლას პირველი კლასის მოსწავლეები შემოუერთდნენ.

თბილისის საერთაშორისო სკოლას პირველი კლასის მოსწავლეები შემოუერთდნენ. ჩვენს ახალწვეულებს, სიმბოლურად სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო მათ განწყობაზე იზრუნეს ყველაზე მხიარულმა ანიმატორებმა. კიდევ ერთხელ, ვულოცავთ ჩვენს პატარებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებთ შემეცნებით, მრავალფეროვან, სახალისო და ნაყოფიერ სასწავლო წელს!
თბილისის საერთაშორისო სკოლაში მობილობა გრძელდება!
გაიცანი შენი პროფესია

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვლადიმერ ძნელაძემ სამაჟორიტარო ბიუროსთან და თბილისის საერთაშორისო სკოლასთან ერთად ახალი პროექტი „გაიცანი შენი პროფესია“ დაიწყო.პროექტის ფარგლებში, დეპუტატი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, მათ პირადი გამოცდილება გაუზიარა და პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.,,აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებს მომავალი პროფესიის სწორად შერჩევაში დაეხმარება, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია’’, – აღნიშნა ვლადიმერ ძნელაძემ. საპილოტე პროექტი აპრილში […]
თბილისის საერთაშორისო სკოლა ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალური პარტნიორია!

თბილისის საერთაშორისო სკოლა ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალური პარტნიორია!2016 და 2017 წელს თბილისის საერთაშორისო სკოლამ წლის განმავლობაში ბრიტანეთის საბჭოს ეგიდით ჩატარებულ კემბრიჯის გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობისა და წარმატებების გათვალისწინებით თბილისის საერთაშორისო სკოლა ოფიციალურად გაწევრიანდა Addvantage-ს პარტნიორობის პროგრამაში და შეურთდა ორგანიზაციათა ექსკლუზიურ ჯგუფს, რომლებიც თანამშრომლობენ ბრიტანეთის საბჭოსთან.ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებული პროგრამის შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად აბარებენ […]
ღონისძიება „საქართველოსთვის თავდადებული”

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა სამუშია თბილისის საერთაშორისო სკოლაში გამართულ ღონისძიებას სახელწოდებით – „საქართველოსთვის თავდადებული” დაესწრო. მოსწავლეებმა ქართველი მეფეები გაიხსენეს და მათ გმირობებზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს, ჯაბა სამუშიამ ბავშვებს მეფეების ცხოვრებიდან ნაკლებად ცნობილი ისტორიები გააცნო და პატარების კითხვებს უპასუხა.როგორც სკოლის დირექტორმა, მაია კუპრაშვილმა აღნიშნა, ანალოგიური ღონისძიებები ხშირად იმართება, რაც მოსწავლეების განათლებისა და […]
ინტელექტუალური თამაში

თბილისის საერთაშორისო სკოლაში ხშირად ტარდება ინტელექტუალური თამაშები ზოგადი განათლების წარმოჩენის მიზნით. ამჯერად მეხუთე კლასში ჩატარდა ამ ტიპის თამაში, რომელიც საინტერესოდ წარიმართა.
პირველკლასელების სტუმრობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში

თბილისის საერთაშორისო სკოლის პირველკლასელები დღეს სტუმრობდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სადაც დაესწრნენ კერამიკის გაკვეთილს: “კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს”. დღე იყო ნაყოფიერი და ემოციურად დატვირთული.
სასკოლო საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ თბილისის საერთაშორისო სკოლის ახალი სასწავლო კამპუსი უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 2018–2019 სასწავლო წლისათვის სექტემბერში სწავლის დაწყებასთან ერთად გაიხსნება. მშენებლობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დადგენილ ვადებში.
გააკეთეთ სწორი არჩევანი

👉გააკეთეთ სწორი არჩევანი 💁♀🏢თბილისის საერთაშორისო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მიღება გრძელდება.👦👧ℹგასაუბრებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით👇📲595 43 77 99📧info@tis.ge📌დიდი დიღომი, თავისუფლების ქუჩა N 10🌐http://tis.ge/#თბილისისსაერთაშორისოსკოლა #TbilisiInternationalSchool #მოსწავლეთამიღება #სკოლა #სწავლა Source