fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

ამხანაგური თამაში კალათბურთში

16 თებრვალს, თბილისის საერთაშორისო სკოლა TIS-სა და QSI სკოლას შორის, ამხანაგურ თამაშში ჩვენმა კალათბურთელებმა გამარჯვება მოიპოვეს, ანგარიშით: 37/32. გილოცავთ და გვეამაყებით! P.s. მადლობას ვუხდით QSI სკოლას მასპინძლობისათვის.

მოსწავლეები ეწვივნენ Oxford International London Greenwich და King’s College London-ს

თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ Oxford International London Greenwich და King’s College London – ს, სადაც მათ მიეცათ საშუალება ჰქონოდათ ექსკლუზიური წვდომა აქტივობების შეუდარებელ სპექტრზე, ჩვენი ბავშვები შეხვდნენ საინტერესო აკადემიურ პერსონალს და გაამდიდრეს საკუთარი გამოცდილება სასიამოვნო აქტივობებით.

თბილისის საერთაშორისო სკოლასა და UCL Centre For Languages and International Education – ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 12 ივლისს, თბილისის საერთაშორისო სკოლასა და UCL Centre For Languages and International Education – ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: აკადემიური საშუალო და უმაღლესი განათლების ფარგლებში მოსწავლეების პროფესიული მომზადებისთვის ხელის შეწყობა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, კვალიფიციური კადრების მომზადება, საერთო კონფერენციებისა და პროექტების განხორციელება და სხვა.UCL გახლავთ გაერთიანებული […]

თეატრალური წარმოდგენა თემაზე“ The Necklace”

თბილისის საერთაშორისო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინგლისურ ენოვანი თეატრალური წარმოდგენა თემაზე“ The Necklace”სპექტაკლის მიზანი, ბავშვების ჩართულობა, ემოციების მართვა, ვერბალური გამოთქმის განვითარება, სოციალიზაცია, სხეულთა გამოხატვის გაუმჯობესება და თავდაჯერებულობის განცდის ამაღლება იყო.მოსწავლეებმა გააუმჯობესეს ლექსიკური მარაგი, შეძლეს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება, შეიგრძნეს საკუთარი სხეული და გამოხატეს თითოეული პერსონაჟის შეგრძნებები, განცდები და გახდნენ მეტად თავდაჯერებულნი.

2021-2022 სასწავლო წლის გამოშვება

თბილისის საერთაშორისო სკოლა ულოცავს სკოლის დასრულებას 2021-2022 სასწავლო წლის გამოშვებას!ულევ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე!

არტ-თერაპიული გაკვეთილი

არტ-თერაპიის შემოქმედებითად მრავალფეროვანი მეთოდები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თვითშემეცნებისთვის, საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევისთვის.თბილისის საერთაშორისო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა არტ-თერაპიული გაკვეთილი, რომლის მიზანიც იყო ბავშვების ადაპტირდება ოჯახსა და საზოგადოებაში, მათში ლიდერული თვისებების აღმოჩენა და განვითარება, პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება და სოციალური უნარების გაუმჯობესება

მორიგი შეჯიბრი მხიარულ სტარტებში

თბილისის საერთაშორისო სკოლაში ჩატარდა მორიგი შეჯიბრი მხიარულ სტარტებში, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები.გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.

მე-3️გ კლასის მოსწავლეებმა ამოიცნეს და განასხვავეს ბრტყელი და სივრცული ფიგურები და “ტრადიციული საშინაო დავალების” ნაცვლად, თავად დაამზადეს ისინი

სივრცული აზროვნებისა და მსჯელობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია „ობიექტის მშენებლობისა და დაშლისათვის“ სხვადასხვა სახის მანიპულატივების გამოყენება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უკეთ დაინახონ ფორმებისა და საგნების თვისებებიკულტურული ჰორიზონტების გაფართოებისა და არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშების საუკეთესო მაგალითების გაცნობის გზით, მე-3️გ კლასის მოსწავლეებმა, ამოიცნეს და განასხვავეს ბრტყელი და სივრცული ფიგურები და “ტრადიციული საშინაო დავალების” ნაცვლად, თავად დაამზადეს ისინი.ამასთან, ნახეს ვიდეორგოლები და […]

ჩემპიონატი ჭადრაკში

6-8 ივნისს თბილისის საერთაშორისო სკოლაში გაიმართა ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ სამ ტურნირში III-VI კლასის 120-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 7 ტურად გამართულ შეჯიბრში საუკეთესო შედეგებით საპრიზო ადგილები შემდეგმა მონაწილეებმა დაიკავეს:III კლასელთა შორის: ანდრია ტაბიძე ლიზი ორმოცაძე ანდრია ჭეღელიძეამავე კატეგორიაში გოგონათა შორის: ანასტასია გაბაძე სესილია გოგიბერიძე სესილი ლაზარიაIV კლასელთა შორის: ნიკოლოზ დათეშიძე დემეტრე მგელაძე გაბრიელ საძაგლიშვილიამავე […]

მუსიკა ილიას სახლში

VIII და X კლასების მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ და მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში: ,,მუსიკა ილიას სახლში“მათ მოისმინეს საინტერესო ლექცია ფოლკლორის შესახებ. შეხვედრა იყო ინტერაქტიული. მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და აქტიურად პასუხობდნენ დასმულ კითხვებს.