fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

,,თბილისის საერთაშორისო სკოლა საერთაშორისო ასპარეზზე“ 2020-2025

პროექტის მიზნები:შპს ,, თბილისის საერთაშორისო სკოლის“ საგანმანათლებლო პროექტის ,,თბილისის საერთაშორისო სკოლა საერთაშორისო ასპარეზზე“ მიზანია:

  1. სკოლის მისიით, სასკოლო სასწავლო გეგმითა და სტრატეგიული გეგმებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიზნით საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა;
  2. სკოლის ჩართვა მსოფლიო განათლების სივრცეში მოსწავლეთა შესაძლებლობების გაზრდის, სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა დაკავშირების და მათი ენობრივი, საკომუნიკაციო და ინტერკულტურული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით;
  3. სკოლის მასწავლებელთა ჩართვა მსოფლიო განათლების სივრცეში პროფესიული განვითარების მიზნით;
  4. სკოლის ცნობადობის გაზრდა და თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება.
 

    პროექტის განხორციელების მიზნით დაგეგმილი აქტივობებია:

  1. ტრენინგები;
  2. კონსულტაციები;
  3. სამუშაო შეხვედრები;
  4. მივლინებები/ვიზიტები/შეხვედრები ;
  5. კონფერენციებში მონაწილეობა;
  6. საერთაშორისო და მიზნობრივი ბანაკების შექმნა;
  7. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა;
  8. საჩვენებელი გაკვეთილები და სხვა.

პროექტის სამიზნე ჯგუფები:

  1. სკოლის მენეჯმენტი;
  2. მასწავლებლები;
  3. მოსწავლეები;
  4. მშობლები.

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2020-2025 წლები

მიმდინარე პროექტის წლიური შეჯამება და რეკომენდაციები 2021 წლისათვის:
აღნიშნულ სასწავლო წელს დაგეგმილი ღონისძიებების უმრავლესობა შესრულდა წარმატებით. პანდემიის არსებობამ არ მოგვცა საშუალება გავმგზავრებულიყავით ორ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ტუნისში და ამერიკაში. 2021 წლისთვის იგეგმება მიღწეული შედეგების გაუმჯობესება; სასწავლო პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების ინტენსიურად დაგეგმვა და მეტი მოსწავლის ჩართვა საერთაშორისო კონფერენციებსა და ფესტივალებში.

მიმდინარე პროექტის წლიური შეჯამება და რეკომენდაციები 2022 წლისათვის
აღნიშნულ სასწავლო წელს დაგეგმილი ღონისძიებების უმრავლესობა შესრულდა წარმატებით, მაგრამ ონლაინ რეჟიმში. ჩვენი სკოლის მოსწავლე ანა ამილახვარმა მიიღო ბრინჯაოს მედალი საერთაშორისო ოლიმპიადაზე. პანდემიის არსებობამ კვლავ ხელი შეგვიშალა და დამტკიცებული თემა, რომელზეც გულმოდგინედ იმუშავეს მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, ვერ გავიტანეთ საბერძნეთსა და ამერიკაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწვეული ვიყავით ორგზის, საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით “World Academics International Conference” და USA Science & Engineering Festival. 2022 წლისთვის იგეგმება მიღწეული შედეგების გაუმჯობესება; მეტი მოსწავლის ჩართვა საერთაშორისო კონფერენციებსა და ფესტივალებში, ასევე მოსწავლეების ჩართვა საზაფხულო სკოლებში ლონდონსა და სხვა ევროპის ქვეყნებში.

მიმდინარე პროექტის წლიური შეჯამება და რეკომენდაციები 2023 წლისათვის
აღნიშნულ სასწავლო წელს დაგეგმილი ღონისძიებების უმრავლესობა შესრულდა წარმატებით. 2022 წელი გამორჩეული იყო თბილისის საერთაშორისო სკოლისთვის, რადგან ჩვენი სკოლის 4 მოსწავლე(თამარ ბენიძე, რევაზ ბენიძე, გვანცა ხვედელიძე, ლუკა მამულაძე) მოხვდა ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში საკმაოდ დიდი დაფინანსებით. თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე ონლაინ რეჟიმის გარეშე. საბედნიეროდ პანდემიის დასრულებამ მოგვცა საშუალება გაგვეგზავნა მოსწავლეთა ნამუშევრები შესარჩევ ტურებზე. კონფერენციები გაიმართება ევროპასა და ამერიკაში. გვაქვს თანხმობა და იგეგმება საკონფერენციო სამუშაო შეხვედრები. ამჯერად მიწვეული ვართ USA Science & Engineering Festival 2023 ზე. ასევე გვაქვს მოწვევა გერმანიის უნივერსიტეტ Humboldt-University- ბერლინში. კვლავ მივიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიადაში სახელწოდებით „გენიოსი.“ ამჯერად წერის, სიმღერის, ბიოლოგიისა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღების სექციებში.

მსგავსი სიახლეები