პროექტ “შექსპირის დღეების” ფარგლებში, 19 მაისს თბილისის საერთაშორისო სკოლაში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა.
მე- 9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლები “ჰამლეტი” და “რომეო & ჯულიეტა” შექსპირის პიესების მიხედვით, ასევე წაიკითხეს სონეტები.
კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, არაჩვეულებრივად მოირგეს როლები და კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღე შექმნეს ჩვენი სკოლის ისტორიაში.
TIS-ი მადლობას უხდის პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს გაწეული შრომისთვის.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი: ინგლისური ენის მასწავლებელი-თამარ თხელიძე.
ქორეოგრაფი: ლიკა მატუა.