fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

11 აპრილს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებსა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ტკივილიან გზაზე, გაიხსენეს ამ უდიდეს მონაპოვარს შეწირული გმირები, ღონისძიების დასასრულს კი წაიკითხეს ლექსები.

განსაკუთრებით ემოციური მოსასმენი იყო ჩვენი სკოლის ფერეიდნელი მოსწავლის ამირის გამოსვლა, რომელმაც წაიკითხა ჯანსუღ ჩარკვიანის ,,რეკვიემი“. აღსანიშნავია, რომ ამირი ოქტომბრიდან ჩვენი მოსწავლეა და იგი დიდი ინტერესით ეუფლება ქართულ ენას. მას ძალიან უყვარს ქართული პოეზია.

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ასეთი საინტერესო ღონისძიებისათვის!

მსგავსი სიახლეები