fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

დღეს, 4 მაისს, თბილისის საერთაშორისო სკოლა 𝐓𝐈𝐒-ში სტუმრად გვეწვია პროფესორი – თინათინ მარგალიტაძე, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: ,,ბარბარიზმები ქართულ ენაში.“
ქ. თინათინი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ლექსიკოგრაფიის მიმართულებით; უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორი.
ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის დოქტორანტი – ქეთევან მჭედლიშვილი, რომელმაც ისაუბრა თემაზე: „ახალგაზრდული სლენგი.“
𝐕𝐈𝐈 გ კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია აღნიშნულ საკითხზე და ჩაერთნენ მსვლელობაში #არაბარბარიზმებს.
𝐓𝐈𝐒-ი მადლობას გიხდით სტუმრობისა და საინტერესო პრეზენტაციებისათვის.

მსგავსი სიახლეები