fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

2022-09-18

თბილისის საერთაშორისო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ხატია ტრაპაიძის და დამრიგებლის მაია სალთხუციშვილის ინიციატივით, ესტუმრნენ ზედაზნის ულამაზეს ბუნებას, სადაც მოსწავლეებმა მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, განიხილეს სასკოლო არდადეგებზე წაკითხული მხატვრული ლიტერატურა.

აქტივობის მიზანი იყო, მშობელთა ჩართულობა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის პროცესში და მშობელთა როლის გაძლიერება მოსწავლის კითხვის, მსჯელობისა და ანალიზის უნარების განვითარებაში, რაც სამომავლოდ მოსწავლეს დაეხმარება, ჩამოყალიბდეს კარგ მკითხველად და შესაბამისად, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში.

მსგავსი სიახლეები