15 ნოემბერს, საერთაშორისო განათლების კვირეულის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ აშშ-ს საელჩოს, ვიზიტისას შეხვდნენ კულტურის ატაშეს მოადგილე – სარა კრეიგელს ,ამერიკის საელჩოს განათლების პროგრამების კოორდინატორს – თეა კუჭუხიძესა და “EducationUSA” -ის
მრჩეველს – დალი ხომერიკს.
მოსწავლეებმა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სკოლაში დანერგილი სიახლეების, აკადემიური პროგრამებისა და თავიანთი მიღწევების შესახებ.
მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია ამერიკაში განათლების მიღების შესაძლებლობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.