18 მაისს, თოქ-შოუ ,, 𝐓𝐈𝐒 ნორჩი ჟურნალისტების” ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა ქართველი პოეტი და ფილოსოფოსი – რატი ამაღლობელი.
პატარა ჟურნალისტებს მომზადებული ჰქონდათ საინტერესო სიუჟეტები და გამოსვლები პოეტის ბიოგრაფიის და მოღვაწეობის შესახებ.
მეხუთეკლასელებმა წაიკითხეს რატის გამორჩეული ლექსები, ასევე თავად დაწერეს და მიუძღვნეს ლექსები მას.
შოუმ დადებითი ემოციითა და შთაბეჭდილებებით ჩაიარა.
P.S. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით ბ.რატის საინტერესო შეხვედრისათვის.