სივრცული აზროვნებისა და მსჯელობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია „ობიექტის მშენებლობისა და დაშლისათვის“ სხვადასხვა სახის მანიპულატივების გამოყენება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უკეთ დაინახონ ფორმებისა და საგნების თვისებები
კულტურული ჰორიზონტების გაფართოებისა და არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშების საუკეთესო მაგალითების გაცნობის გზით, მე-3️გ კლასის მოსწავლეებმა, ამოიცნეს და განასხვავეს ბრტყელი და სივრცული ფიგურები და “ტრადიციული საშინაო დავალების” ნაცვლად, თავად დაამზადეს ისინი.
ამასთან, ნახეს ვიდეორგოლები და შეასრულეს სახალისო დავალება “გამოიცანი რომელი ფიგურაა ცნობილი არქიტექტურული ძეგლი”. შედეგად, ცხადი გახდა, რომ არქიტექტურა პირდაპირ კავშირშია გეომეტრიასთან