თბილისის საერთაშორისო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინგლისურ ენოვანი თეატრალური წარმოდგენა თემაზე“ The Necklace”
სპექტაკლის მიზანი, ბავშვების ჩართულობა, ემოციების მართვა, ვერბალური გამოთქმის განვითარება, სოციალიზაცია, სხეულთა გამოხატვის გაუმჯობესება და თავდაჯერებულობის განცდის ამაღლება იყო.
მოსწავლეებმა გააუმჯობესეს ლექსიკური მარაგი, შეძლეს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება, შეიგრძნეს საკუთარი სხეული და გამოხატეს თითოეული პერსონაჟის შეგრძნებები, განცდები და გახდნენ მეტად თავდაჯერებულნი.