თბილისის საერთაშორისო სკოლაში მშობელთა ჩართულობით ჩატარდა პროექტი ,,დამეხმარე პროფესიის არჩევაში”.
პროექტის ფარგლებში მშობლებმა ისაუბრეს თავიანთ პროფესიებზე,მის სწორად არჩევაზე, პასუხისმგებლობაზე, ცოდნასა და განათლებაზე. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. აღნიშნული აქტივობა ჩვენი მოსწავლეებისთვის, უაღრესად საინტერესო და ამავდროულად სახალისო აღმოჩნდა. მადლობას ვუხდით, მშობლებს საინტერესო შეხვედრისთვის და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის.