მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო სკოლას ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ბატონი ზაზა ფურცელაძე ესტუმრა.
ბატონ ზაზას მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (Honorary OBE) მიენიჭა იმ განსაკუთრებული და მრავალწლიანი სამსახურისთვის, რომელიც მან ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას მიუძღვნა.
ბატონმა ზაზამ თბილისის საერთაშორისო სკოლას გადასცა Advantage პროგრამის ოფიციალური სერტიფიკატი.