fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

𝐓𝐈𝐒 -ის 𝐗 კლასის მოსწავლეები გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტს ესტუმრნენ.

მათ დაათვალიერეს ინსტიტუტის ლაბორატორია, შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ მონაწილეობა საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებაში.

კერძოდ, ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღეს პოლიმერი ნეილონი, ჩაატარეს ბენზოის მჟავას სუბლიმაცია, დაწვეს მეტალი მაგნიუმი.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ელიზბარ მინდელის სახელობის აფეთქების ტექნოლოგიების ბაზა, ასევე შეძლეს მონახულება და დათვალიერება ამიერკავკასიაში ერთადერთი ფეთქ კამერის.

𝐗 კლასი და ქიმიის საგნის ხელმძღვანელი დიდ მადლობას უხდის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას მასპინძლობისთვის და საინტერესო ექსკურსიისთვის.

მსგავსი სიახლეები