3 ივნისს, TIS-ის 𝐕𝐈𝐈𝐈 კლასის მოსწავლეები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიას ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს და შეიტყვეს ინფორმაცია ნიადაგის, ჰაერის, წყლის, მიკრო და ჰიდრობიოლოგიის ლაბორატორიების შესახებ.
ასევე, ხელმძღვანელობისგან მიიღეს ინფორმაცია ჰაერში, ნიადაგში და წყალში სხვადასხვა მავნე ნივთიერებების-მძიმე მეტალების, აზოტისა და ნახშირბადის დიოქსიდების, პესტიციდებისა და სხვა დამაბინძურებლების აღმოჩენების მეთოდების შესახებ.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, შეემოწმებინათ ჰაერში სპილენძის შემცველობა, გაეტიტრათ ონკანის წყალი და ლაკმუსის მეშვეობით აღმოეჩინათ მჟავა და ტუტე.
მადლობას ვუხდით მასპინძლობისთვის გარემოს ეროვნულ სააგენტოს.