fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

“მე არ მინდა ვწერო უფროსებისთვის. მე მსურს ვწერო იმათთვის, ვისაც შეუძლია სასწაულების გაკეთება. ამ სასწაულებს სწორედ, რომ ბავშვები ქმნიან“ – ასე ამბობდა მსოფლიოში ყველასათვის საყვარელი საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი.

თბილისის საერთაშორისო სკოლის III (ა,ბ,გ) კლასების მოსწავლეებმა “ასტრიდ ლინდგრენის ონლაინ კვირეულში“ აქტიური მონაწილეობა მიიღეს. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ავტორის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ;

გამოეწყვნენ კარლსონის, პეპის, ემილის და რონიას კოსტიუმებში; მოამზადეს პეპის მაჭკატები და კარლსონის მურაბები, დახატეს გმირები.

შეასრულეს კომპლექსური დავალება ,,ტანისამოსის გადაცმის საღამო”, რომლის დროსაც Პატარებმა მოირგეს უფროსების ტანსაცმელი, მსგავსად წიგნის პერსონაჟებისა, Რაც სასიამოვნო და სახალისო იყო, როგორც ბავშვებისათვის ასევე უფროსებისთვისაც.

მსგავსი სიახლეები