6 ივნისს, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელებმა ღონისძიება გამართეს.
👧 🧒პატარებმა ანბანის სამყაროში იმოგზაურეს და ხან ფ-ფანტასტიკურები იყვნენ,ხან პ-პრანჭიები, ხან ე-ერუდირებულები, ხან ბ-ბრძენები, ხან ლ-ლეგენდარულები.
🧚♀️ 🧚ქართული სიმღერებითა და ცეკვებით ღონისძიება უფრო მრავალფეროვანი და ლამაზი გახადეს.
📜⭐️დასასრულს კი, დიპლომები გადაეცათ, როგორც წარჩინებულ აღსაზრდელებს.