fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

რა? სად? როდის? VI კლასი

29 მარტს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“ ჩატარდა.წამყვანის წინააღმდეგ ითამაშა VI კლასის ექვსეულმა და გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით: 6/2.

ინტელექტუალური თამაში – რა?სად?როდის?

𝟚𝟚 მარტს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“ ჩატარდა. წამყვანის წინააღმდეგ ითამაშა და გაიმარჯვა X კლასის ექვსეულმა ანგარიშით 6/2.

TIS-ის მოსწავლეებმა საერთაშორისო კონფერენცია „Euromath@Euroscience 2023”-ში მიიღეს მონაწილეობა

თბილისის საერთაშორისო სკოლა TIS-ის კიდევ ერთი წარმატება. 11 მარტს, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები გაემგზავრნენ პოლონეთში, საერთაშორისო კონფერენცია „Euromath@Euroscience 2023” მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს Erasmus-ის პარტნიორობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტს. თბილისის საერთაშორისო სკოლის  მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მათემატიკის სექციაში. მოსწავლეებმა დიდი წარმატებით წარადგინეს თემები და გახდნენ ჟიურის რჩეული გუნდები. პროექტს […]

Nature Trail

თბილისის საერთაშორისო სკოლის 2ა კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე დაამუშავეს სახელმძღვანელოში მოცემული თემა “Nature trail” და უყურეს შემეცნებით ვიდეოს „How to save the Earth”. გაკვეთილის ფარგლებში, ჯგუფურად შექმნეს კედლის პოსტერი სათაურით “It’s important to take care of nature.” მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ გარემოზე და მოსწავლეებმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

ინტელექტუალური თამაში – რა?სად?როდის?

22 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“ ჩატარდა.წამყვანის წინააღმდეგ ითამაშა და გაიმარჯვა VIII კლასის ექვსეულმა ანგარიშით 6/3.

TIS-ის წარმატებული მოსწავლე

თბილისის საერთაშორისო სკოლის XII კლასის მოსწავლე – ლიზი მარტიაშვილი საფრანგეთში, სოფია-ანტიპოლისში, 𝐒𝐊𝐄𝐌𝐀 𝐁𝐮𝐬𝐢𝐧𝐞𝐬𝐬 𝐒𝐜𝐡𝐨𝐨𝐥-ში, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ლიზი, გილოცავთ და გისურვებთ ულევ წარმატებას!

TIS-ის წარმატებული მოსწავლე

თბილისის საერთაშორისო სკოლის XII კლასის მოსწავლე – ლუკა კუჭუხიძე სწავლას ლონდონში, Queen Mary University of London – იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელებს.ლუკა 5-მა სხვადასხვა Russel Group-ის უნივერსიტეტმა მიიღო, მან კი არჩევანი Queen Mary University of London-ზე გააკეთა.TIS-ის გუნდი გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას!

TIS-ის მოსწავლეები მუხრანის მოხუცებულთა თავშესაფარს ეწვივნენ

არაფორმალური განათლების ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო სკოლა აგრძელებს პროექტს “სიკეთე მარტივია”, რომლის მიზანია სოციალური კულტურის ჩამოყალიბება მოსწავლეებში. 2 მარტს, მოსწავლეები ეწვივნენ მუხრანის მოხუცებულთა თავშესაფარს ” სავანე”, მოინახულეს ბენეფიციარები, გაესაუბრნენ მათ და მცირედი შესაწირიც გაიღეს. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს.