მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ინგლისურის გარდა სხვა უცხო ენები (გერმანული, ფრანგული, ესპანური, რუსული), დაეუფლონ სპორტის სხვადასხვა სახეობას, მათ შორის ჭადრაკს, ქართულსა და თანამედროვე ცეკვებს; მოსწავლეებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ განუვითარდეთ აკადემიური, სააზროვნო, ლიდერობის, შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის უნარები.
მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი სივრცე კვებისა და დასვენებისათვის. თბილისის საერთაშორისო სკოლის აქვს სასკოლო უნიფორმა, რომელიც მოსწავლეებს აჩვევს წესრიგსა და დისციპლინას.
თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეუძლიათ დისტანციურად იყვნენ ჩართულნი შვილების ყოველდღიურ განვითარებაში ტექნოლოგიური მართვის საინფორმაციო სისტემური პროგრამის გამოყენებით.
თბილისის საერთაშორისო სკოლა დიდ დიღომში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს. სკოლის სასწავლო პროგრამები გამდიდრებულია უახლესი ევროპული და ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტებითა და სწავლების მეთოდებით.
სკოლის აკადემიური პროგრამის შემადგენელი ნაწილია მომზადება საერთაშორისო ტესტებისათვის, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სწავლის გაგრძელება ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
სკოლაში არცერთ მოსწავლეს არ სჭირდება რეპეტიტორი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად. საჭიროების შემთხვევაში, სწავლება ინდივიდუალური პროგრამით ხორციელდება.
თბილისის საერთაშორისო სკოლა ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალური პარტნიორია. ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებული პროგრამის შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ემზადებიან და ყოველწლიურად აბარებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდებს. პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო სკოლის პედაგოგები პროფესიული განვითარების მიზნით, ყოველწლიურად გადიან ბრიტანეთის საბჭოში კემბრიჯის ინგლისური ენის მოდულებს.
ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ მოსწავლეზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა: პროექტორით აღჭურვილი დიდი და ნათელი საკლასო ოთახები, სასწავლო -სამეცნიერო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი, კომპიუტერული კლასები, საკონფერენციო, სააქტო და სპორტული დარბაზები, ჩოგბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, საგამოფენო სივრცე.
თბილისის საერთაშორისო სკოლაში მოსწავლეები ხალისითა და თამაშით სწავლობენ, ხოლო მათ მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნავენ ფსიქოლოგები და მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი პედაგოგები, რომლებიც პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან.
CEO
CFO