,,თბილისის საერთაშორისო სკოლა“ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო, საშუალო საფეხურებზე.
თბილისის საერთაშორისო სკოლის მისიაა: ,,ჯანსაღ, უსაფრთხო და კეთილგანწყობილ სასკოლო გარემოში ხელი შეუწყოს მოსწავლეებში დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, გონებრივი და ფიზიკური უნარ ჩვევების განვითარებას, რათა მათ შეძლონ სხვადასხვა გარემოში ორიენტირება და ადაპტირება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და იმ გამოწვევებისადმი შემოქმედებითი მიდგომა, რომელთაც მათ თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყარო სთავაზობს.