2022-2023 სასწავლო წლის კალენდარი
2022-2023 სასწავლო წლის დაწყების თარიღია: 2022 წლის 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების 2023 წლის 15 ივნისი, გარდა I და XII კლასისა;
I სემესტრი იწყება 2022 წლის 15 სექტემბერს, მთავრდება 2022 წლის 29 დეკემბერს.
II სემესტრი იწყება 2023 წლის 16 იანვარს, მთავრდება 2023 წლის 15 ივნისს.
სასწავლო წელი II-XI კლასებისთვის მთავრდება 2023 წლის 15 ივნისს.
სასწავლო წელი I კლასებისათვის მთავრდება 2023 წლის 25 მაისს.
სასწავლო წელი XII კლასებისათვის მთავრდება 2023 წლის 19 მაისს
2022-2023 სასწავლო წლის არდადეგები და უქმე დღეებია:
საშობაო: 30 დეკემბერიდან 15 იანვრის ჩათვლით
საგაზაფხულო: 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით
აღდგომის არდადეგები: 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით
23 ნოემბერი – გიორგობა;
19 იანვარი – ნათლისღება;
3 მარტი – დედის დღე;
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღგენის აქტის მიღების და დაღუპულთა მოხსენიების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
საგაკვეთილო პროცესი იწყება 9:30 საათზე.
I კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობაა 35 წუთი;
II კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობაა 40 წუთი;
III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგძლივობაა 45 წუთი.