“თბილისის საერთაშორისო სკოლა და გარემოს დაცვა”
გარემოსდაცვითი განათლების მიზანია, ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას გარემოსდაცვით კონტექსტზე დაფუძნებით. ის გულისხმობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობას დედამიწის, როგორც საერთო სასიცოცხლო სივრცის, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამის გათვალისწინებით სკოლის საერთო კულტურა მოსწავლეს უნდა უბიძგებდეს გააცნობიეროს პირადი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, გაიაზროს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა, ჩამოუყალიბდეს სწორი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, გაუჩნდეს გარემოს დაცვასა და მის აღდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების სურვილი. შესაბამისად, ჩვენს მიერ შერჩეული სასკოლო პროექტი, მჭიდრო კავშირშია ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან, გარემოს დაცვასთან.
პროექტის მიზნები და ამოცანები
პროექტის განხორციელებით, რამდენიმე მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი. პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა გააანალიზონ სასუქების და პესტიციდების ზომიერი გამოყენების მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ჯანსაღი პროდუქტების მიღებისთვის, გააცნობიერონ ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა, დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებისა და გაგრძელებისთვის. შეაფასონ რა საფრთხეს უქმნის სასუქები და პესტიციდები კვებით ჯაჭვებს და ბიომრავალფეროვნებას, დაამყარონ კავშირი სასუქებსა და ჯანსაღ საკვებს შორის. მონაწილეობა მიიღონ ფერმერების და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში. დაამზადონ კომპოსტი, შექმნან სოციალური ქსელისთვის შემეცნებითი ვიდეო რგოლი და ფერმერებისთვის მოამზადონ საინფორმაციო ბუკლეტი. ასევე პროექტის მიზანია, პირველ რიგში გააღვივოს ინტერესი მოსწავლეებში ჰიდროელექტრო სადგურების სტრუქტურისა და მათი გავლენის მიმართ გარემოზე. ისტორიულად და სტატისტიკურად შეაფასოს, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ელექტრო ენერგია ჩვენს ყოფაცხივრებაში და ივარაუდოს, თუ რა სახის მდგომარეობაში შეიძლება ყოფილიყო კლიმატი (გარემო) მის გარეშე. მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ არსებული მოვლენა და განსაზღვრონ მისი მახასიათებელი პარამეტრები. თეორიულად და ექსპერიმენტული მოდელირებით შეაფასონ იგი. არსებული და მიღებული ინფორმაციებზე დაყრდნობით შეიმუშავონ გეგმა, თუ როგორ, არის შესაძლებელი პრობლემის გადაჭრა, ან შემსუბუქება. ასევე მოსწავლეები შექმნიან ეკოკოდექსს. იგი უნდა გამოხატავდეს სკოლის დამოკიდებულებას და მიზანს, როგორ მოვუფრთხილდეთ გარემოს. ეკოკოდექსი არის მარტივად დასამახსოვრებელი ტექსტი, რომელშიც უნდა გადმოვცეთ სკოლის ვალდებულება გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში. კოდექსი ამასთან, თვალსაჩინო უნდა იყოს და სკოლის ვებგვერდზე უნდა განთავსდეს. ასევე სკოლის თვასაჩონიების დაფაზე. ეს ეკოკოდექსი შესაძლოა შევიდეს მოსწავლის ქცევის კოდექსში. ან სკოლის შინაგანაწესში. ვექსილოლოგია – ეს არის ისტორიის დამხმარე მეცნიერება. ჩვენს სკოლას გამოვაცხადებთ ეკოსკოლად, რომელიც ამასთან შექმნის „მწვანე დროშას“, (ელექტრონულიც და რეალურადაც), დროშაზე მოსწავლეები დაიტანენ ფერებს, შესაბამისი შინაარსის ტექსტებს, ფოტომასალას.
პროექტში ჩართული იქნება სკოლაში არსებული ყველა საგნობრივი კათედრა. პროექტის მართვაზე პასუხიმგებლობას იღებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრები. ასევე, ჩვენი სკოლის ყველა კათედრის თანამონაწილეობით, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე, უნდა განხორციელდეს, სხვადასხვა კუთხით საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რათა ჩვენი მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულები პროცესში.
საგნობრივ კათედრებზე სამუშაო პროცესების გააქტიურების პარალელურად, მათი ხელმძღვანელებისგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანიც კათედრათაშორისი კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება იქნება. ამას გარდა, სკოლის განვითარების გუნდს დაევალება სკოლის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა და საგანმანათლებლო სიახლეების კათედრებზე დროულად გავრცელება. სკოლის განვითარების გუნდის შეხვედრებს დაესწრებიან კათედრების წარმომადგენლები და ადმინისტრაციის წევრები. მათ საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ სკოლის დირექტორის მოწვევა. სკოლის განვითარების გუნდის მიზანია თანამშრომლობის გზით საგანმანათლებლო სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა (ინტეგრირებული გაკვეთილები, სასკოლო პროექტები, არაფორმალური აქტივობები და სხვ.), ადმინისტრაციისთვის კათედრებზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხების გაზიარება და აკადემიური პრობლემების გადაჭრა. სკოლის განვითარების გუნდის საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება შეეძლებათ, როგორც კათედრის ხელმძღვანელებს, ასევე სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციას.
პროექტის მიმდინარეობის და შეფასების კუთხით, ადმინისტრაციამ, პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები შეიძლება სხვადასხვა გზით შეაფასოს. სკოლის განვითარების გუნდის შეხვედრებზე იგი დააკვირდება მასწავლებელთა თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების დინამიკას და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული დამოკიდებულების ცვლილებას. ამას გარდა, ადმინისტრაცია ჯგუფების მუშაობაზე დაკვირვების და ანონიმური კითხვარის დახმარებით გამოიკვლევს მასწავლებელთა დამოკიდებულებას პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების მიმართ. მიღწეული შედეგების პრეზენტირების მიზნით, სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრის დასასრულს სკოლის განვითარების გუნდი მოამზადებს პრეზენტაციას, სადაც დეტალურად მიმოიხილავს პროექტების განხორციელების ეტაპებსა და მიღწეულ შედეგებს. შეხვედრებზე სიტყვით გამოსვლის და საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირების საშუალება ექნება ყველა მსურველს.
პროექტის სამუშაო გეგმა
პროექტის სამუშაო გეგმა, II ნაწილი
(არსებული ცვლილებები)
პროექტის მიმდინარეობა და მიმდინარე შედეგები
“მწვანე დროშა”
ეკო-კოდექსი
1. ჩვენ გვაქვს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.
2. ვაწარმოოთ ჯანმრთელი,არაგენმოდიფიცირებული პროდუქტი.
3. წელიწადში ერთხელ ყველამ დავრგოთ ხე.
4. ნუ დააბინძურებ გარემოს ნარჩენების დაყრით.
5. უნდა ხდებოდეს ჰაერის გაფილტვრა.
6. დავაწესოთ ჯარიმები დაბინძურების გამო.
7. სასმელი წყალი არ უნდა იყოს პლასმასის ბოთლებში.
8. უნდა შემოვიღოთ ელექტრომანქანები, რომ შემცირდეს გამონაბოლქვი.
9. დავდგათ მრავალპროფილური ურნები.
10. პოლიეთილენის პარკები ჩავანაცვლოთ ქაღალდის პარკებით.
11. უნდა შეწყდეს ხე-ტყის უკანონო მოჭრა.
12. უნდა შევწყვიტოთ გოგირდისშმცველი საწვავის გამოყენება.
13. სახელმწიფომ უნდა მიიღოს გარემოსდაცვის შესახებ ისეთი კანონი, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს.
14. ყველა პლასტმასის შეფუთვა გადამუშავებადი უნდა იყოს.
15. უნდა მოხდეს ქიმიური ნივთიერებების მართვა.
ჰიდროელექტრო სადგურში ვიზიტი
კომპოსტის დამზადება